აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ითვალისწინებდა შემდეგ ნომინაციას:
   1. კონკურსი მხატვრულ კითხვაში. 25/X – 200სთ.
   2. კონკურსი “საუკეთესო კედლის გაზეთი.” 26/X – 200სთ.
   3. კონკურსი “საუკრეთესო ლიტ-მუსიკალური კომპოზიცია.” 27/X – 200სთ.
   4. ლიტ-მუსიკალური კომპოზიცია “ერთობა ჩვენთვის ტახტია.” 28/X – 200სთ.
  5. გუნდურ-ინტეგრირებული კონკურსი. 28/X – 1600სთ.
  6. ნორჩ მხატვართა სასკოლო გამოფენა.
  7. ღია გაკვეთილი მთაწმინდაზე

სევე, 170 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა 117-ე საჯარო სკოლისა და საჩხერის რაიონის სოფელ სავანის საჯარო სკოლების დამეგობრება

ჩატარებული ღონისძიებები

          25 ოქტომბერს დღის 1400სთ-ზე ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვაში. ბავშვები განსაკუთრებით მომზადებულები იყვნენ ამ დღისათვის. ცოტას ღელავდნენ, ეს გასაგებიცაა, რადგან უნდოდათ ყველაზე მხატვრულად და შთამბეჭდავად ეთქვათ სათქმელი. მართლაც კარგად მოიტანეს დიდი აკაკის გულშიჩამწვდომი, ღრმად ეროვნული ქართული ლექსები. ძნელი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, მაგრამ ჟიურიმ მაინც შეარჩია ყველაზე საუკეთესო.
       პირველი ადგილი გაიყვეს: IV კლასის მოსწავლემ ნუცა ნაზღაიძემ და VII კლასის მოსწავლემ ქეთი ფანოზიშვილმა.
        მეორე ადგილი _ VII კლასის მოსწავლე მარიამ ძაძუა.
        მესამე ადგილი _ ნანა მჭედლიშვილი.

**********************************************************************************
           26 ოქტომბერს ჩატარდა კონკურსი “საუკეთესო კედლის გაზეთი.” სკოლაში შემოსვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ უამრავი ლამაზად გაფორმებული და შინაარსიანი კედლის გაზეთები. არ შეიძლებოდა გვერდი ისე ჩაგევლო, რომ არ წაგეკითხა. ზოგიერთები ხმამაღლა კითხულობდნენ ყველას გასაგონად. ბავშვების სახეზე ინტერესი და სიამოვნება აღბეჭდილიყო. ჟიურიმ შეარჩია ყველაზე უკეთესი გაზეთი. ადგილები ასე გადანაწილდა:
    პირველ ადგილი _X კლასის მოსწავლეები მარიამ ღურცკაია, მარი თანდარაშვილი და ლამარა უგრეხელიძე.
         მეორე ადგილი _ IV კლასის მოსწავლეები
         მესამე ადგილი _ VII კლასის მოსწავლეები



***********************************************************************

        27 ოქტომბერს ჩატარდა ლიტ-მუსიკალური კომპოზიციების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IV-VII კლასის მოსწავლეებმა. ჟიურის შემადგენლობა-პედაგოგი მაია ტურაშვილი; მოსწავლეებთა თვითმართველობითი ორგანოს პრეზიდენტი ეკო ნაზარიშვილი, თვითმართველობის ლიდერები- თიკო კაპანაძე და დათო ლაგაზაშვილი, ორგანიზატორი იამზე ჭეიშვილი, ფსიქოლოგი მზია ბეგაძე. 
      ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში- ,,საუკეთესო ლიტ-მუსიკალური კომპოზიცია” გაიმარჯვა IV3 კლასმა კომპოზიციით ,,აკაკი 170 წლის შემდეგ...” (კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ხიჯაკაძე).
             მეორე ადგილზე VII5 კლასის მოსწავლეები გავიდნენ კომპოზიციით ,,არც მიწისა ვარ, არც ცისა” კლასის ზელმძღვანელი ( ეკა ფანჩულიძე)
          მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ IV2 კლასის მოსწავლეები კომპოზიციით ,,ჩონგური საქართველოა” ( კლასის ხელმძღვანელი რუსიკო მელითაური)
           ეს შტამბეჭდავი დღე დიდხანს ემახსოვრებათ მაყურებლებს.


      

***************************************************************


           28 ოქტომბერს ჩატარდა ლიტერატურული მუსიკალური კომპოზიცია ,, ერთობა ჩვენთვის ტახტია” ღონისძიებაზე მუსიკა და ლექსი ერთმანეთს ცვლიდა. ყველა ლექსში თუ სიმღერებში იგრძნობოდა ქართული, ეროვნული სულისკვეთება. ამას ბავშვები ისეთი სიყვარულითა და მონდომებით ასრულებდნენ, რომ ნებისმიერ მსმენელს სურვილი უჩნდებოდა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო ეს ამაღელვებელი და ამაღლებული ღონისძიება. სადაც სამშობლოს სიყვარულისა და სიამაყის გრძნობა გეუფლებოდა და თავისთავად მოდიოდა გონებაში ეს სიტყვები; ,,ერთობა ჩვენთვის ტახტია სხვებისთვის სახრჩობელაო, მტერს ვაი დედა ვაძახოთ ჩვენ კი ვთქვათ დელი-დელაო”.